Thursday, June 5, 2014

წელიწადის დროები




1. პროექტისსახელწოდება: წელიწადის დროები
2.
პროექტისმთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:აღქმასა და შექმნაზე ორიენტირებული აქტივობების გამოყენება ბუნებისმცოდნეობაში.
3. პროექტისაქტუალობ:მოსწავლეები ღრმად სწავლობენ ამ კონკრეტულ საკითხს: წელიწადის დროები.  
4. პროექტის მიზნები: გვაქვს კომპლექსური ხასიათის დავალებები და ორმაგი მიზანი:
ერთი აღქმა-გაგებაზე მიმართული და მეორე შექმნა-წარმოებაზე.

5. მონაწილეთა ასაკი: 6-7 წელი, მეორე კლასი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2013 წლის ნოემბერი-დეკემბერი.
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  საკლასო ჟურნალი;
ღონისძიება სახელწოდებით: თორმეტი თვე”.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ბუკები, კლასის შიდა ქსელი, ბუკის ვიდეოკამერა,სკოლის ბიბლიოთეკა, ინტერნეტ ლაბორატორია, excel-ის ცხრილები და powerpoint-ის სლაიდები.
9. პროექტისმსვლელობა (ძირითადიაქტივობები):  
 განვიხილოთ თითოეული ფაზა:
     წვდომის ფაზა-მოსწავლეებს ამ კონკრეტულ საკითხზე ჯერ კიდევ წინასასკოლო ასაკში აქვთ განვლილი, ამიტომაც გაკვეთილის მსვლელეობას ვიწყებ მეორე ფაზის განვითარებით.(ათვისება-გავარჯიშების ფაზა)
აქტივობები:
აქტივობა№1

კლასი დაყოფილია ოთხ ჯგუფადჯგუფებს დაურიგდათ ლამაზი ყუთები, სადაც ფურცელზე მოთავსებული იყო  თითო წინადადება და მათ უნდა გამოეცნოთ წელიწადის რომელ დროზე იყო საუბარი.ამოსაცნობი წინადადებები იყო:
1 ხეებს ფოთლები სცვივათ.
2
მობრძანდება ახლი წელი.
3
თბილი ქვეყნებიდან ბრუნდებიან ფრინველები.
4
მზე ძლიერად აცხუნებს.
  
 მოგვიანებით სწორედ იმ სეზონის სახელი დაერქვა გუნდს, რომელიც მათ ამოიცნეს.
ელექტრონული სწავლება საშუალებას მაძლევს კლასში განვახორციელო სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობები. “გაკვეთილის მართვის”  ფაილების გავრცელების ფუნქციის დახმარებით ჯგუფებს ვუგზავნი powerpoint-ში გაკეთებულ დავალებას
ხოლო მონიტორისა და კონტროლის ფუნქციის საშუალებით თვალყურს ვადევნებ ჯგუფებში მუშაობას, საჭიროების შემთხვევაში ვაძლევ მიმართულებას. მოსწავლეებს უნდა გამოეცნოთ წელიწადის რომელი დრო იყო აღწერილი ლექსში და ჩაესვათ გამოტოვებული სიტყვები.
აქტივობა№3
  
მოსწავლეებმა  შეასრულეს ნახატები წელიწადის დროებზე.
ჯგუფი, რომელიც პირველი ასრულებს სწორად სამუშაოს, პირველი მისი ჯგუფი გადის საძიებო ობიექტზე.
ერთი ჯგუფის დავალება გათვლილია ერთ კვირაზე. მას შემდეგ, რაც ერთი ჯგუფი მოიპოვებს გარკვეულ ინფორმაციას, პრეზენტაციის სახით აცნობს მას მთელ კლასს. მათ პრეზენტაციის გაკეთებაში დაეხმარათ  ცხრილები და სლაიდები, რომლებიც მიიღეს ჩემგან დავალების სახით .სხვა ჯგუფები მოტივირებულნი არიან, რომ მათზე სრულყოფილად შეძლონ დავალების შესრულება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში.
აქტივობა№4
IIIფაზა
მოსწავლეებს შეუძლიათ უკვე შესწავლილ საკითხზე “წელიწასდის დროები” კვლევა-ძიებითი მუშაობა სხადასხვა კუთხით (გაკვეთილზე) ჯგუფურ სამუშაოზე  მიღბული  დავალებების სრულყოფა  კლასის უკვე  დაკომპლექტებულ ჯგუფთან ერთად.

ჯგუფების დავალებებია:
1)
ჯგუფი-კვლევა თემაზე: წელიწადის რომელი დროა დატვირთული დიდი საეკლესიო დღესასწაულებით. მოსწავლეებს დაევალათ ვიზიტი ქალაქის ტაძრის წინამძღვართან  და ბუკში ჩემს მიერ გადაგზავნილი ცხრილის შევსება.
2)ჯგუფი- დაევალათ ვიზიტი  ახლომდებარე სოფელში მოხუცებთან და ინფორმაციის მოძიება ქართული ხალხური და საეკლესიო დღესასწაულთა აღნიშვნის ტრადიციებზე.ჩემ  მიერ გადაგზავნილი სლაიდების შევსება მოპოვებული  ინფორმაციით. ამ ვიზიტით, გარდა გადმოცემითი ხასიათის ცოდნისა, უშუალო მონაწილენი გახდნენ ხალხური დღეობებისა, რისი აღწერაც მათ ევალებოდათ.
3)ჯგუფი-ვიზიტი სკოლის ბიბლიოთეკაში, წელიწადის დროებზე ლექსების, ანდაზების, გამოცანების მოძიება-აღნუსხვა.

4)
ჯგუფი-ვიზიტი კომპიუტერულ ლაბორატორიაში ინფორმაციის მოძიება თვეების სახელწოდებებზე და ამ მასალით სლაიდის შევსება.
აქტივობა5
  
მოპოვებული ინფორმაციით ახალი პროდუქტის შექმნა:
მოსწავლეები ხელით წერენ და აფორმებენ საკლასო ჟურნალს.
აქტივობა6
  
 ერთობლივად დავგეგმეთ და ჩავატარეთ ღონისძიება სახელწოდებით: თორმეტი თვე”.

10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთანკავშირი: ამგვარად, ბუნებისმეტყველების, ქართულისა და ისტის გაერთიანებით   ჩვენ შევძელით საკითხის როგორც აღქმა, ასევე შექმნა-წაროება. შვქმენით მრავალჯერადი გამოყენების პროდუქტი, როგორიცაა ჟურნალი, სადაც თავმოყრილია მრავალი ლექსი, გამოცანა, მოთხრობა, ტრადიციები, თვეების სახელწოდებათა წარმომავლობის ისტორია, რაც საშუალებას გვაძლევს დავგეგმოთ არა მხოლოდ ერთი, არამედ რამოდენიმე ღონისძიება; მოსწავლეთა მიერ ჩატარებული  სამუშაოები: კვლევა-ძიების პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება,ჯგუფური მუშაობა, ხელს უწყობს ცოდნის კონსტრუირებას; კოლაბორაციასა და ეფექტურ კომუნიკაციას.
დანართი №1
დანართი №2
დანართი №3
1
1. პროექტისხელმძღვანელი (მასწავლებელი):ელიკო(ელენე)  შიოშვილი
1
2. პროექტისხელმძღვანელის ელ. ფოსტა:e.shioshvili7@gmail.com









No comments:

Post a Comment